აშშ–ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინები აშშ–ში დეკემბრიდან ჩაეშვება, ხოლო იანვრიდან მოქალაქეებიც შეძლებენ აცრის გაკეთებას.
"კავალერია მოდის, ვაქცინებს დადებითი ეფექტი ექნება, ისინი დეკემბერში დაინერგება. ახალი წლის დასაწყისიდან, იანვარში, თებერვალსა და მარტში, სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ვაქცინის გაკეთებას, ჩვენ პანდემიას კონტროლის ქვეშ მოვაქცევთ, მე თქვენ ამას გპირდებით" – ამბობს ენტონი ფაუჩი.
თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის მისიის მთავარმა წევრმა, ენტონი ფაუჩიმ, დღეს აშშ–ის მოსახლეობას უთხრა, რომ: "დახმარება მოდის და ის ძალიან მალე მოვა".
ენტონი ფაუჩი, ამბობს რომ პირველ რიგში COVID-19–ის ვაქცინით რისკ–ჯგუფები და მედპერსონალი აიცრება. ხოლო რიგითი მოქალაქეები 2021 წლის მეორე ნახევრიდან აიცრებიან.
რაც შეეხება, ნოემბრის თვეში მძიმე ეპიდვითარებას აშშ–ში, ფაუჩი იმედოვნებს, რომ ლოქდაუნის საჭიროება არ იქნება “ამისგან რაც შეიძლება შორს უნდა ვიყოთ”- თქვა მან.
"საბედნიეროდ, ჩვენ ამის გაკეთება არ მოგვიწევს, საუკეთესო სტრატეგია ლოქდაუნის საპირისპიროდ, საჯარო ჯანდაცვის მხრივ, მიღებული ზომების ინტენსიური გაძლიერებაა." – თქვა ენტონი ფაუჩმა.
COVID–19 ის პოტენციური ვაქცინის 90%–ით ეფექტურობა, აშშ–ში, 9 ნოემბერს, ფარმაცევტულმა კომპანია, Pfizer–მა და გერმანული BioNTech–მა დაადასტურეს.
ცნობისთვის, ენტონი ფაუჩი ოქტომბერში ამბობდა რომ აშშ–ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე ექნებოდა.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც ამირან გამყრელიძემ, 28 ოქტომბერს თქვა, საქართველო მოსახლეობის 20%–ისთვის მიიღებს კორონავირუსის ვაქცინას.
ამირან გამყრელიძის დღევანდელი განცხადების მიხედვით, ნაწილობრივი ლოქდაუნი, რაც 22:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვას გულისხმობს, კიდევ შეიძლება გაფართოვდეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი – 3120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.