ცესკომ მეორე ტური დანიშნა - ოპოზიციას გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 2 დღე აქვს

გამოქვეყნდა:

13 ნოემბერს, ცესკოს შემჯამებელ სხდომაზე თამარ ჟვანიამ ოპოზიციის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა და მეორე ტური დანიშნა. სხდომაზე დაპირისპირება იყო, ოპოზიციის წარმოამდგენლება კი ის პროტესტის ნიშნად დატოვეს. ცესკოს გადაწყვეტილებით, მეორე ტური ქვეყანაში 21 ნოემბერს ჩატარდება.

ოპოზიციას ახლა 2 დღე რჩება იმისთვის, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

"თამარ ჟვანა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად "უპატაკოს" ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ რაც უფრო მეტ ასეთ უგუნურ საქციელს ჩაიდენს, ცენტრალური საარჩევნო კომისია, მით უფრო სწრაფად მოხდება ჩვენი მიზნის განხორციაელება, იმირომ რომ მოსახლეობ კარგად ხედავს, რეალურად საით მიჰყავს ბოძინა ივანიშვლის ეს წვეყანა", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა", ზაალ უდუმაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, პარტიამ ჯამში 600-მდე სარჩელი შეიტანა, მათ შორის კი მხოლოდ 1 დაკმაყოფილდა. მისი განცხადებით, იურიდიულ დეტალებს ბოლომდე მიყვებიან.

ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისისამ  არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საჩივარივარიც. ცესკოს განმარტებით, მათ შესაბამისი დოკუმენტაცია არ ჰქონდათ წარმოდგენილი.

"საუბნო საარჩევნო კომისიის ერთერთი უბანი არის დღესაც განხილვის ეტაპზე ამ უბანტან დაკავშირებიტ გაბათილების საკითხი არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი,  მიუხედავად ამისა დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ ეს მონაცემები მაინც შეაჯამია თავის შემაჯამებელ ოქმში ჩვენი პრეტენზია ზუსტად აქედან რის მიმართლი , ამ საკითხე დავა ჯერ არ არის დასრულებული და ასეთ პირობებში არ უნდა მომხდარიყო მონაცემების შეჯამება", - თქვა საიას წევრმა, ნონა ქურდოვანიძემ.

შეგახსენებთ, ცესკო-ში შემაჯამებელი სხდომა გუშინ, 13 ნოემბერს, ჩატრდა. მათ  ბოლოჯერ განიხილეს  საჩივვრები

არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დღეს, 14 ნოემბერს ოპოზიცია პარლამენტის წინ 3 საათზე აქციას გამართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი