პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღევანდელ მოლაპარაკებებზე ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა, რომ დიალოგი გაგრძელდება. ეს ერთადერთი საკითხია, რაზეც მხარეებს შორის შეთანხმება მოხდა.
"ერთი რაზეც შევთანხმდით რომ უახლოეს მომავალში იქნება კიდევ ერთი რაუნდი ჩვენი შეხვედრების, დიალოგი არ დამთავრებულა კარი არ მოგვიჯახუნებია, შეხვედრა და მოლაპარაკება გაგრძელდება. ყველა გრძნობს, ველა ხედავს, ელჩებიც, ქართული ოცნებაც, ჩვენ ხო მით უფრო, რომ ვითარება არის მძიმე და სასწრაფოდ არის გამოსავალი მოსაძებნი", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ნოემბერს ამერიკის ელჩის რეზიდენაციაში, ევროპელი დიპლომატების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კიდევ ერთი მოლაპარაკებები გაიმართა. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობას.
ამავე თემაზე: