გადათვლასთან დაკავშირებით ინიციატივებს მხარს არ ვუჭერთ - ინაშვილი მოლაპარაკებაზე

გამოქვეყნდა:

"პატროტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება დათანხმდება ხელახალი არჩევნების ჩატარებას. მისივე განცხადებით, გადათვალსთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივას მხარს არ უჭერენ.

"მნიშვნელოვანია დიალოგი, ვნახოთ სადამდე მივა ეს პროცესი, კარგი იქნება რომ შევთანხმდეთ და დაინიშნოს ახალი, ხელახალი არჩევნები. ჩვენ მოვისმინეთ ინიციატივები გადათვლასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების სხვადასხვა ლიდერი საუბრობდა ამაზე, სატელევიზიო გამოსვლებისას, ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ გადათვლის სისტემას მხარს არ უჭერს, იმიტომ რომ უკვე შეასწორეს, რაც შესასწორებელი ჰქონდათ, ყუთებიც მთელი ამ ხნის მანძილზე და ბეჭედი ქართული ოცნების ხელში იყო და შესაბამისად, ახლა უხეშად გასწორებული ოქმების ხელახლა გადათვლა არ მიმაჩნია რომ სწორია და არ მიმაჩნია, რომ ამაში გამოსავალია", - თქვა ირმა ინაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ნოემბერს ამერიკის ელჩის რეზიდენაციაში, ევროპელი დიპლომატების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კიდევ ერთი მოლაპარაკებები გაიმართა. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობას.

ამავე თემაზე:

ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი | მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი