არსებული პოლიტიკური კრიზისისა და ჩიხში შესული მოლაპარაკების ფონზე, რომელსაც ელჩი ფასილიტატორებიც ესწრებიან, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოდის

რა კონკრეტული გზავნილები ექნება მას და რას შეცვლის მდივნის ვიზიტი - ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ იმის მიუხედავად, რომ ჯერ ოფიციალურად არ არის შეხვედრა ოპოზიციასთან ჩანიშნული - საუბარი არჩევნებზე მაინც იქნება, როგორც სახელმწიფოს ოფიციოზთან ასევე არასამთავრობო სექტორთან. 

"მთავარი გზავნილი რაც უნდა იყოს - თუ არ იქნება სამართლიანობა, თუ არ იქნება სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლება, არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა" - ამბობს გიორგი რუხაძე. 


"პოლარიზებული საზოგადოების გამთლიანება ხდება მხოლოდ პოლიტიკური ძალების მხრიდან კონსესუსით - ისევ ამაზე იქნება აპელირება, ხელისუფლებისათვის იქნება მოწოდება, რომ ყველა კითხვაზე გაიცეს რაციონალური პასუხი და საუბარი იქნება კონსენსუსზე" - ამბობს სახელმწიფო მდივნის ვიზიტზე საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. 

აქვე შეგახსენებთ, ოპოზიცია ცოცხალი ჯაჭვითა და აქცია პერფორმანსით გეგმავს დახვდეს მაიკ პომპეოს, რომელიც საქართველოს უკვე 2 დღეში ეწვევა.  ხელისუფლების ოპონენტები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად ასე შეეცდებიან, ხმა მიაწვდინონ ამერიკის სახელმწიფო მდივანს გაყალბებულ არჩევნებზე. 

რას წერს დასავლური პრესა მაიკ პომპეოს ვიზიტზე და სავარაუდო გზავნილებზე, შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი