"კანონიერი ქურდები" და მოლოტოვის კოქტეილები - "ქართული ოცნების" მთავარი იარაღი ოპონენტების წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

კანონიერი ქურდი ნოდარ შუკაკიძე - იგივე ნოდო გლდანსკი და მისი ძმა დღეს, 16 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ღიად დაადანაშაულა საკუთარი ოფისის დაწვაში. ნიკა მელიას ინფორმაციით, ძმები შუკაკიძეები კახა კალაძისა და ლევან კობიაშვილის ახლო მეგობრები არიან. სწორედ მათი გავლენით გლდანში ოპოზიციის მხარდამჭერები მუდმივი ტერორის ქვეშ არიან. 

გლდანში, ნიკა მელიას ოფისში გამთენიისას ე.წ მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს, ოფისს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. შტაბის თანამშრომლები მომხდარის მოტივად პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ასახელებენ. 

კანონიერი ქურდი, რომელიც ნიკა მელიამ ხელისუფლების დავალებით ოფისის გადაწვის ორგანიზებაში დაადანაშაულა, საბერძნეთის ციხეშია და ქართველ კრიმინალებთან მუდმივ კონტაქტზეა. 

ის "კანონიერ ქურდად" 2013 წელს აკურთხეს, რაშიც საქართველოში ჩადენილი დანაშაულები და მძიმე კრიმინალური წარსული დაეხმარა. 2018 წელს ის ასევე კანონიერ ქურდთან, ლაშა შუშანაშვილსა და მერაბ ასანიძესთან ერთად დააკავეს. 

ოფისი, რომელიც დღეს გადაწვეს სწორედ იმ საარჩევნო უბანთან მდებარეობს, სადაც 21 ოქტომბერს,  "ქართული ოცნების" მიერ მობილიზებული კრიმინალური დაჯგუფებები საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლის დაშინებას არ ერიდებოდნენ და ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებსა და მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეტიც "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელს ირაკლი ეძგვერაძეს იარაღიც დაუმიზნეს.

დამნაშავეები არ დასჯილან და ეჭვმიტანილები ჯერ არც გამოუკთხავთ და არც დაუკავებიათ. მეტიც, პოლიციის უფროსი ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე ამტკიცებდა, რომ იარაღი სათამაშო იყო. ამან ცხადად აჩვენა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღეს ყველაზე ხმაურიანი ძალადობის შემთხვევის გამოძიებას საერთოდ არ აპირებდა. 

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ძალადობრივი მეთოდებით მმართველი პარტია ამომრჩევლის და ოპოზიციის დაშინებას ცდილობს. ამისთვის კრიმინალურ დაჯგუფებებს იყენებს. 

არავინ დასჯილა არც  ბათუმში, სადაც ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს. მაშინ, როცა მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის გაურკვეველი პირები თავს დაესხნენ და ფანჯრები ჩაამსხვრიეს. პირები ჯერ იდენტიფიცირებული არ არიან. 

მიუხედავად იმისა, რომ გლდანში მელიას ოფისის მიმდებარედ რამდენიმე კამერაა დამონტაჟებული,  დამნაშავეები ჯერ იდენტიფიცირებულები არ არიან. ასევე არავინ დასჯილა 31 ოქტომბერს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირებიდან. პოლიციამ გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო. 

დედაქალაქის მერმა კი დღეს ყველა ბრალდება უარყო და თქვა, რომ ნიკა მელიას განცხადებები "სამარცხვინოა"

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი