ენმ-ს მერობის კანდიდატმა ქუთაისში, კანდიდატურა მოხსნა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ქუთაისში, გიგა შუშანია მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. გიგა შუშანიამ არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის განცხადებით, საოლქო კომისიას უკვე მიმართა. შუშანია ამბობს, რომ 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, მეორე ტურში  მონაწილეობას არ მიიღებს. ის მოუწოდებს მოქალაქეებს ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს.

ცესკო-ს მეორე ტურიდან კანდიდატურის მოხსნაზე დღეს შალვა ნათელაშვილმაც მიმართა.

საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი