ოპოზიციის მდუმარე აქცია 18 ნოემბერს დილის 11 საათიდან ოპერიდან - ფილარმონიამდე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, სახელმწიფო მდივანი, ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. იქ კი,  სადაც პომპეოს ესკორტი გაივლის საქართველოს მოსახლეობა მდუმარე აქციით ეტყვის სახელმწიფო მდივანს მთავარ სათქმლეს,  რომ არჩევნები გაყალბებულია. 

ოპოზიციას მდუმარე აქცია დილის 11 საათიდან აქვს დაგეგმილი, ოპერიდან-ფილარმონიამდე გზის სავალს ნაწილზე 2 მეტრიანი დისტანციით ოპოზიცია მხარდამეჭერბთან ერთად დადგება. ის სტიკერები, კი რომელიც ერთის მხრივ დისტანციის დაცვაში დაეხმარება აქციის მონაწილეებს, მეორეს მხრივ კი პროტესტის ფორმაა და ვიზუალურად დაუაბალნესებელი ოქმებია - უკვე დაბეჭდილია. 

ოპოზიციაში იმედოვნებენ რომ ასობოთ ადამიანი გამოვა, რათა სახელმწიფო მდივანს უთხრან, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები წააგო. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მაკრიტიკებელი წერილი სამოქალაქო ატვისიტებმა და მათ ვინც, არსებული ხელისუფლების რეპრესიებით ან დარბევეით დაზარალდა, მაიკ პომპეოს ფოსტით წერილი გაუგზავნეს. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასთან არ შეხვედრის გამო მაიკ პომპეო გააკრიტიკეს იან კელიამ და დევიდ კრამერმა; 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დაწერა, რომ სახელმწიფო მდივანს "არ აქვს დაგეგმილი შეხვედრები ოპოზიციასთან - ეს მთავარი შეცდომაა. ის უნდა შეხვდეს ყველა პარტიის წარმომადგენელს, გარდა პრო-რუსული პატრიოტთა ალიანსისა"

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ასევე თქვა, რომ "ქვეყანაში, სადაც არჩევნების შედეგები სადავოა. ის მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება. ეს შეცდომაა".

თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას "ყველა საკითხზე იქნება მსჯელობა, სად ვართ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი