აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის არჩევნების გაყალბების შესახებ გზავნილის მისაწოდებლად ოპოზიციამ სხვადასხვა ლოკაცია აირჩია. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ოპერასთან, ოპოზიცია და მოქალაქეები იკრიბებიან და მაიკ პომპეოს მდუმარე აქციით ხვდებიან.
სახელმწიფო მდივანს მოქალაქეებმა გზავნილი მშვიდობის ხიდიდანაც გაუგზავნეს:
"არჩევნები გაყალბებულია რუსი ოლიგარქის მიერ" - წერია პლაკატზე, რომელიც მშვიდობის ხიდზეა გადმოფენილი.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე პრემიერ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს. პომპეო, ასევე შეხვდება კათოლიკოს-პატრიარქსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.