ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა უკვე დაასრულა. მან მთავრობის ადმინისტრაცია ცოტა ხნის წინ დატოვა. ქართული მხარის ოფიციალური წარმომადგენლების კომენტარები ადგილზე ცოტა ხანში გაკეთდება.
პრეზიდენტის, ზურაბიშვილისგან განსხვავებით, გახარიამ პომპეო მანქანამდე მიაცილა.
ვიზიტის ოფიციალურ ნაწილში მაიკ პომპეო მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს. შეხვედრის შემდეგ კი ის პატრიარქთან გაემართება.
კანცელარიაში მისვლმადე ის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის ათონელის რეზიდენციაში შეხვდა.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნით მოხარულია. პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.