აშშ-ს სახელით, მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება გამოხატა

გამოქვეყნდა:

"აშშ-ს სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სასიამოვნო იყო" - ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მაიკ პომპეომ, აშშ-ს სახელით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება გამოხატა.

"სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

შეგახსენებთ შეხვედრა საქართველოს პრეზიდეტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის დღეს დილით შედგა. ამ წუთებში კი მაიკ პომპეო გიორჰი გახარიას ხვდება.

პრეზიდენტთან მისულ  აშშ-ს სახელმწიფო მდივანს სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლის შესასვლელში არ დახვდა და მაიკ პომპეო პრეზიდენტის დარბაზში ადმინისტრაციის თანამშრომლებმა აიყვანეს. ზურაბიშვილს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი არც გამოუცილებია. 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნით მოხარულია.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

ამჟამად, მაიკ პომპეო გიორგი გახარიას და დავით ზალკალიანს ხვდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის ცენტრალურ გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები შეეცდებიან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, არჩევნების გაყალბების შესახებ შეატყობინონ.

იმ ფაქტს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მხოლოდ ხელსუფლების წარმომადგენლებს ხვდება, მკაცრად აკრიტიკებს და "შეცდომას" უწოდებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი.

მსგავსი შინაარსით წერილი გაქმოვეყნა დევიდ კრამერმაც. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დაწერა, რომ სახელმწიფო მდივანს "არ აქვს დაგეგმილი შეხვედრები ოპოზიციასთან - ეს მთავარი შეცდომაა. ის უნდა შეხვდეს ყველა პარტიის წარმომადგენელს, გარდა პრო-რუსული პატრიოტთა ალიანსისა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი