ბევრი გვაქვს სამუშაო, როგორც მე აშშ-ში, ასევე ქალბატონ დეგნანს საქართველოში - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში ამბობს, რომ პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან აშშ-ის სახ.მდივნის ვიზიტისას მომავალ წლებში თანამშრომლობის გეგემები დაისახა. 

ეს იყო ძლიერი, მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა, რომელმაც დასახა გეგმები ყველა ჩვენთანგანისთვის მომავალი წლების განავლობაში, ამ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისთვის, რა თქმა უნდა თავად  უსაფრთხოება საქართველოს ევროატლანტიკური  საკითხი რომელზეც ჩვენ  ვიმუშავეთ ჩვენ გვაქვს ის დოკუმენტები, რომელიც წლიდან წლამდე ახლდება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავინახავთ აი ამ პროგრესს მომავალი წლების თვეების  განმავლობაში.

აშშ-ში საქართველოს ელჩი ასევე ამბობს, როგორც მას აშშ-ში, ასევე აშშ-ის ელჩს საქართველოში, ბევრი სამუშაო აქვთ.

ასევე, საქართველოს ტერიტორიის  მთლიანობა, იქ შექმნილი ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული  მდგომარეობა,  რაზეც გაამახვილა პრემიერ-მინისტრმა ყურადღბა  და რაშიც გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ის მხრივ, ჩვენთვის კოვიდინფექციით გამოწვეული ეკონომიკურ მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის.  ამერიკის შეერთებული შტატები გამოთქვამს მზაობას, რომ დაეხმაროს  საქართველოს რაც გამოიხატება იმაში რომ ჩვენ გვექნება მზარდი ეკონომიკური პროექტები ამიტომაც, ბევრი სამუშაო გვაქვს, როგორც მე ამერიკაში, ისე საქართველოში  ქალბატონ დეგნანს, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. ის შეხვდა ასევე პრემიერ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ამ წუთებში მაიკ პომპეო აეროპორტისკენ მიემართება. 

მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც ნათქვამია, რომ აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი