უპრეცედენტო გადაწყვეტილება - პომპეოს თანაშემწე 1 საათში ოპოზიციას შეხვდება

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენმტა და მაიკ პომპეომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - მისი თანაშემწე, ფილიპ რიკერი, ერთ საათში ოპოზიციას შეხვდება. "შერატონში" შეხვედრაზე ოპოზიციის ყველა ის ლიდერი მივა, რომლებიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

ამ წუთებში კი ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება, ცნობილია ისიც, რომ საუბრის თემა არჩევნებია. 

შეხვედრის ჩანიშვნას უკვე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მას "გაუთვალისწინებელი" უწოდა და თქვა, რომ ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია. მის აზრით, ახლა ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერია დამოკიდებული.

თავად პომპეოს ოპოზიციასთან შეხვედრა დაგეგმილი არ ჰქონია, ბოლო შეხვედრა კი მან არასამთავრობო სექტორთან გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ პომპეო ყველა აქტუალური თემით დაინტერესდა, მათ შორის ანაკლიის პორტით, კარტოგრაფების საქმით თუ სხვა. 

პომპეომ შეხვედრაზა თავად დასვა კითხვა "სასამართლო კლანის შესახებ".

ცნობისთვის, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რომელიც საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით, ოფიციალური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა, საქართველო უკვე დატოვა. ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პატრიარქსა და სამოქალაქო სექტორს შეხვდა.

ფილიპ რიკერი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა.  ამერიკელი დიპლომატი აშშ–ის სახელმწიფო უწყებაში ევროპულ და ევრაზიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის მაიკ პომპეოს ტურნეში, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მდივანი საქართველოშიც ჩამოვიდა, თან ახლდა. თუმცა, ის თბილისში დარჩა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი