აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე, რომელშიც საუბარია საარჩევნო დარღვევებზე საქართველოში, დიპლომატები ამბობენ, რომ შეფასება ძალიან მკაცრია.
"ძალიან მკაცრი განცხადება ჰქონდა, ერთის მხრივ მან მოუწოდა ოპოზიციას, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ მან არ დამალა და ზუსტად საბრძოლველად მოუწოდა ოპოზიცის, რომ შეცვალონ ის ყველაფერი, რაც არის სერიოზული კრიტიკა არჩევნების პროცესზე, ხმების ყიდვა გაყიდვაზე, ძალადობასა და ხალხის უნდობლობაზე სისტემის მიმართ, ესეთი მკაცრი შეფასება ჩვენ ჯერ არ გვინახავს საქართველოზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილია ხელისუფლებისთვის, რადგან ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი." – ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
დიპლომატების თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტისას საქართველოში აშშ–ის ჯარების განთავსების საკითხმაც წამოიწია შეხვედრაზე და მნიშნველოვნად აფასებენ იმასაც, რომ პომპეოს მოადგილე ფილიპ რიკერი ოპოზიციასთან, დაუგეგმავ შეხვედრას გამართავს.
"ძირითად საკითხებს, რომელიც საქართველოს ტკივა, შეეხო სახელმწიფო მდივანი პომპეო. ისიც მნიშნველოვნია რომ მისი ერთ–ერთი მაღალჩინოსანი, უკვე ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდება მოგვიანებით და მოისმენს იმ საკითხებს რაც ოპოზიციას აწუხებს, რაც შეეხება ჯარების განთავსებას და აშშ–ის მეტ წარმომადგენლობას ეს საკითხი დაიძრა და ახლა დამოკიდებულია მთავრობაზე." – ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი გიორგი რუხაძე.
რადგან მაიკლ პომპეოს ვიზიტი მცირე ხანს გაგრძელდა, დიპლომტები ამბობენ, რომ შესაძლოა სრულყოფილად ვერ განხილულიყო საქართველოს პრობლემები, თუმცა მაიკ პომპეომ მთვარი გზავნილები საქართველოს სახელმწიფო მეთაურებს გადასცა. მათი, თქმით მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში ნიშნავს, რომ რეგიონში საქართველო კვლავ რჩება აშშ–ის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოზე, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში წელს ყველაზე დეფექტური არჩევნები ჩატარდა – იხილეთ აქ.
ცნობისთვის, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში უკვე დასრულდა.