აშშ-საქართველოს ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება - პომპეოს ვიზიტი დასრულდა

გამოქვეყნდა:

თბილისში ვიზიტისას მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ს ურყევ ერთგულებას ეფუძნება. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

"სახელმწიფო მდივანმა პომპეომ კოლეგებთან ნაყოფიერი შეხვედრების შემდეგ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. სახელმწიფო მდივანმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა მტკიცედ ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდამოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა.  პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. 

პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამერიკა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რეგიონის საკითხებში. 

პრეზიდენტის შემდეგ, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიასაც შეხვდა. გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. 

გარდა ამისა, მაიკ პომპეო საქართველოს პატრიარქს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი