სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციას საარჩევნო დავების განხილვაზე უარი უთხრა. განცხადება ამის შესახებ "ევროპული საქართველოს: ლიდერმა, დავით ბაქრაძემ "მთავარი არხის ეთერში საუბრისას გააკეთა:
სააპელაციომ ყველა პარტიის საჩივარი გააერთიანა ერთ საჩივრად და განხილვის გარეშე, ყველა პარტიას გვითხრა უარი - ამბობს ბაქრაძე.
მისი თქმით სასამართლომ ამჯერადაც უპრეცედენტო და გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო.
ბაქრაძის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ მისივე შეთავაზება უკან წაიღო - ეს კარი, რომ მოდით გადავხედოთ, ყუთები გავხსნათ, შევამოწმოთო, კი არ დახურა, ცხვირწინ მოგვიჯახუნა...ამ გაყალბების შემდგ ჩვენი მხრიდან პარლამენტში შესვლა იქნება უკანონობის დაკანონებაში მონაწილეობა და უკანონობას ვერ დავაკანონებთ ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ საზიანოა - ამბობს ბაქრაძე- ამბობს დავით ბაქრაძე.