გობეჯიშვილის საქმის მთავარი მოწმე, ზაალ ზაალიშვილი ისნის საოლქოს დროებით წევრად დაინიშნა

გამოქვეყნდა:

ისნის საოლქო კომისის თავმჯომარეს თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეში ორი ჩვენება დევს, მათგან ერთის ავტორი, ზაალ ზაალიშვილია. ამ ჩვენებების საფუძველზე გობეჯიშვილის ორი უახლოესი მეგობარი დააკავეს. თავად ზაალიშვილი, რომელიც ცენტრალურ საარჩვენო კომისიაში, საარჩვენო პროცესების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო, ახლა ისინის საოლქო კომისიის დროებით წევრად დაინშნა. 

"კომისიამ ამირჩია, პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიყვანთ, მე უბრალოდ ვისაუბრე ის რაც იმ საღამოს თედომ მე მესაუბრა, არაფერი ზედმეტი, არანაირი პოლიტიკური ელფერი ამისთვის არ მიმიცია, ეს დროებითი წევრობაა არა მუდმივმოქმედი, მე სამსახურს არ ვეძებ, უბრალოდ ის საქმე, რაც მე და თედომ პირველ ტურში დავიწყეთ, მინდა ღირსეულად დავასრულოთ მეორე ტურში", - ამბობს ზაალ ზაალიშვილი.

თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. იმავე საღამოს დაკითხვებზე დაიბარეს და დააკავეს გობეჯიშვილის მეგობრები ისნის საოლქო კომისიის წევრები ოპოზიციიდან, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე. 

შსს ამტკიცებს, რომ  კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.

გამოძიება სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.

პარალელურად ხელისუფლებამ მისთვის ჩვეულ მეთოდებს მიმართა და აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინააღმდეგ, დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი