ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანები ერთმანეთს ნიშნავენ ყველგან - ნაცვლიშვილი "სასამართლოს კლანზე"

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი", იურისტი, საიას ყოფილი თავმჯდომარე, "ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს ე.წ. სასმართლო კლანის რაობას და იმ სქემას, რომლის მიხედვითაც ეს კლანი ხელისუფლებისთვის სასარგებლო და საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს. 

კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ მოქალაქეებს, სასმართლო კლანი ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული, სხვათა შორის, ხშირად ნათესაური კავშირის მქონე ადამიანები, რომლებიც მერე ერთმანეთს ნიშნავენ ყველგან. ყველა თანმდებობაზე, ყველა წერტილში თავისიანს სვამენ.

შედარება რომ გავაკეთოთ, სამედიცინო სფეროში ნათესაური ნიშნით მოყვანილ, დანიშნულ ექიმს ვენდობოდით? ხელოსანსაც კი არ ვენდობოდით ისეთს, რომელიც იმიტომ კი არარის კარგი ხელოსანი, რომ კაფელს კარგად აგებს, აერამედ იმიტომ, რომ იქ თავისმა ბიძამ დანიშნა.

სასამართლო სისტემაში სწორედ ეს ხდება - იქ ადამიანები თავიანთი პროფესიონალიზმის ან კომპეტენციის მიხედვით არ ინიშნებიან. არიან, რასაკვირველია, კომპეტენტური და პროფესიონალი მოსამართლეებიც, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან, რადგან საქმეების განაწილების დროს, რომლის წესი ვითომ შეიცვალა, მაგრამ ესეც ბუტაფორიად დარჩა, განსახილველი საქმეები ვერ ხვდება ასეთი მოსამართლეების ხელში, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

შეგახსენებთ, მესამე სექტორის წარმომადგენელთა მტკიცებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერთან შეხვედრის დროს, სასამართლოსთან მიმართებაში, ამერიკელმა სტუმარმაც ახსენა სიტყვა "კლანი" და დაინტერესდა, ეს კლანი ფინანსური ბენეფიტის მოლოდინით იღებს ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს თუ არსებობს სხვა მიზეზებიც. მოსამართლეთა შერჩევის ნეპოტისტურ სქემაზე და "ღამის დანიშვნებზე" განცხადება ნაზი ჯანეზაშვილმაც გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი