ისევ ცოცხალი ჯაჭვი, ამჯერად მეორე ტურის დღეს - ოპოზიცია პროტესტის ფორმაზე შეთანხმდა

გამოქვეყნდა:

21 ნოემბერს, მეორე ტურის დღეს, "სირცხვილის კორიდორები" საარჩევნო უბნებთან არ იქნება - დღეს "ლელოს" ოფისში შეკრებილი ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების დაანონსებულ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, პროტესტის ფორმაზე - ცოცხალ ჯაჭვზე შეთანხმდა.

კონსულტაციების შემდეგ ოპოზიცია შეთანხმდა, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს, გაბრაზებულ  მოქალაქეებთან ერთად ისევ ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტებს 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას. ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლება აბსურდულს უწოდებს, თუმცა, აცხადებს, რომ იყო ხარვეზები და მზადყოფნას გამოთქვამს დიალოგისთვის, რომლის ორი რაუნდი საერთაშორისო აქტორების ფასილიტატორობით უკვე გაიმართა და კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. 

შეგახსენებთ, პროტესტის ნიშნად, პირველად, ცოცხალი ჯაჭვი ოპოზიციამ საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს გამოიყენა, ხოლო პროტესტის ეს ფორმა მეორე ტურის დღისთვის ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჯერ კიდევ 9 ნოემბერს, რუსთაველზე გამართულ მიტინგზე დაანონსა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი