"კლანი" პოზიციებს იმყარებს - ახალი მოსამართლეები და ახალი დაპირისპირება იუსტიციის საბჭოში

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, სასამართლო სისტემა ჩაკეტილია და იქ მოხვედრა მხოლოდ მოსამართლეებთან ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს შეუძლიათ.

ერთ-ერთ ასეთ მაგალითად კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნა მოჰყავს.

უვადოდ დანიშნული ახალი მოსამართლეების დიდი ნაწილიც რომ სწორედ ერთგულების ნიშნით არიან შერჩეულები, ამის დამადასტურებლად კობა ჩაგუნავას შემთხვევა მოაქვს. 

არამოსამარტლე წევრის თქმით, ჩაგუნავა სასამართლო სისტემაში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, რევაზ ნადარაიას გავლენების წყალობით მოხვდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებს შორის ერთ-ერთი გახმაურებული საქმეების პროკურორია. ჟვანიას, თეთრაძეების და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეების პროკურორმა რევაზ ნადოიმ უვადო მოსამართლედ გამწესება მეორედ სცადა. პირველად, 2017 წელს მას სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის ან საგამოძიებო პალატაში მოსამართლედ დანიშვნა სურდა, თუმცა, მაშინ არ აირჩიეს. 

ბაჩო ახალაიას ადვოკატი ნადოის პროკურორობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ საქმის გაჭიანურების მიზნით, მაშინდელმა პროკურორმა ყველაფერი გააკეთა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილისთვის გაუგებარია, სად ხედავს ნაზი ჯანეზაშვილი კლანის გავლენებს.

კლანი რომ გავლენების გაფართოებას ცდილობს, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც საუბრობენ. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვაკანტურ 99 ადგილზე მოსამართლეების შერჩევა გუშინ, გვიან ღამით დაასრულა. საბჭოს გადაწყვეტილებით, უვადოდ საქართველოს სხვადასხვა სასამართლოში 36 ახალი მოსამართლე დანიშნა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი