სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი, ირინეოსი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამ თემაზე ინფორმაცია სერბეთის პრეზიდენტმა პარასკევს გაავრცელა. ირინეოსს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გავლენა ჰქონდა. 

”ჩემთვის პატივი იყო თქვენი გაცნობა. თქვენნაირი ადამიანები არასდროს კვდებიან ”, - დაწერა პრეზიდენტმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

ირინეოსი 90 წლის იყო და მისი დაინფიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც მონტენეგროში, კორონავირუსით გარდაცვლილი სასულიერო პირის დაკრძალვას დაესწრო.

სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი თვის დასაწყისში დაუდასტურდა, ის მკურნალობას ბელგრადში საავადმყოფოში გადიოდა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი