ამ წუთებში სტრატეგიული ცენტრში ანალიტიკოსები მსჯელობენ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე.
პოლიტიკის ანალიტიკოსების თქმით, კრიზისის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ცესკოს ცვლილება, თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი არჩევნების ჩატარება და კომპრომისი ხელისუფლებასა და ოპოზიცის შორის.
"ძალიან დიდ პოლიტიკურ კრიზისში ვართ, შესაძლოა მივიღოთ ჩრდილოეთ კორეა, სადაც ერთი პარტია იქნება პარლამენტში, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, ჩვენ შევკრიბეთ ადამიანების დიდი ჯგუფი და დიპლომატიურ კორპუსთან კოორდინაციით, რაღაც გამოსავლებზე გვინდა საუბარი, რა სახის კომპრომისებზე უნდა წავიდეს ხელისუფლება, რაც არ უნდა მოხდეს ცესკოს სრული რეორგანიზაციაა საჭირო, ასევე შეიძლება ვისაუბროთ კოალიციურ მოდელზე, თუ ორივე მხარე დათანხმდა ამას, ან პარლამენტში იყოს კოალიციური მოდელი და არა ხელისუფლებაში და პასუხისმგებლობა გაიზიარონ." –ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრში ამბობენ, რომ თუ ხელახალი არჩევნები იგივე სისტემით წარიმართება და ცესკოს ადმინისტრაცია არ შეიცვლება, პრობლემებიც იგივე დარჩება, პარლამენტში ცვლილებები ვერ მოხდება და ქვეყანაში უფრო მძიმე კრიზისი იქნება: "პარლამენტში გვეყოლება კომუნისტური პარტიასავით ერთი პარტია და ზამთარ ზაფხულ ქუჩაში გვეყოლება ოპოზიცია ეს იქნება საქართველოს მომავალი" – ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი გიორგი რუხაძე.
ანალიტიკოსების თქმით, ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს ევროპული ორიენტაციიდან აცდენილია და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებს არ შეესაბამება.
აქვე გეტვით, რომ დღეს, 20 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერებთან ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ: "ოპოზიციის ფეხი პარლამენტში არ იქნება." შეხვედრაზე ასევე იყო ნინო ბურჯანაძეც.
კონსულტაციები, აშშ–ის ელჩთან კელი დეგნანთანაც იმართება, მას ლელოს ლიდერებიც ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ ღებულობს, პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს.
ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურები ქვეყნის მასშტაბით, ხვალ, 21 ნოემბერს, 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, ოპოზიცია მასში არ მონაწილეობს და პროცესს ბოიკოტს უცხადებს.
ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: