პოლიტიკური მოთხოვნების გაჟღერების შემდეგ, თავდამსხმელი პოლიციას ჩაბარდა

გამოქვეყნდა:

წერეთლის გამზირზე სპეცოპერაცია მძევლების უვნებლად გათავისუფლებითა და თავდასხმელის დაკავებით დასრულდა. ლ.ზ., რომელიც  მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხელყუმბარით შეიარაღებული შეიჭრა, სამართალდამცველებს ჩაბარდა.

ლ.ზ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაახლოებით 16:30-ზე შევიდა, როცა შენობაში 11 ადამიანი იმყოფებოდა. მან 2 ადამიანი მალევე გაათავისუფლა, 9 მძევალთან ერთად კი, შენობაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. საბოლოოდ, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა, დამნაშავე კი, უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

თავდამსხმელმა Facebook Live-ს საშუალებით საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნები გააჟღერა. ლ.ზ. საბანკო სესხებზე პროცენტების დაკლებას, პენსიონერებისთვის წამლების გაიაფებას და აზარტული თამაშების აკრძალვას ითხოვდა. "მთავარის" ინფორმაციით, ეს მოთხოვნები უშუალოდ ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირდება.

ნათესავების თქმით, ლ.ზ. დასაქმებული იყო, თუმცა, გარკვეული ფინანსური და საბანკო ვალდებულებები ჰქონდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ბრალდებით,  სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო. 

მძარცველის მოთხოვნებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი