მზად იყო გარდაცვლილიყო იდეისთვის, ეს იყო პერფორმანსი - ზურაბაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC რომელსაც გუშინ შეიარაღებული პირი თავს დაესხა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა დილიდან დალუქულია. ბიზნეს კაპიტალში თანამშრომლები დღეს არ მისულან, სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები კი ტერიტორიაზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

თავდამსხმელი, ლევან ზურაბაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ 31 წლის კაცს ძარცვისას იარაღი არ ჰქონია და მძევლები ხელყუმბარის ფორმის სანთებელის მუქარით აიყვანა. მის ხელთ არსებული პისტოლეტი კი ნამდვილი არ იყო და ის სასწავლო, სპორტული ტიპის იარაღს მიეკუთვნება. 

"გამოძიება მიმდინარეობს 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მძევლად ხელში ჩაგდებად ნიშნავს და სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14 წალმდე თავისუფლების აღკევთას ითვალისიწინებს. როგორც ის ამბობს, აქცია-პერფორმანსის სახით პროტესტი გამოხატა აზარტული თამაშების წინააღმდეგ. არანაირი შეიარაღება მას არ ჰქონია, ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხელყუმბარის დიზაინის მსგავსი სანთებელა და პისტოლეტი, ე.წ. სტარტოვკა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღი არაა და გამოსცემს მხოლოდ ხმას", - ამბობს ადვოკატი. 

მეორე ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თანხა არ მოუთხოვია, ამიტომ იარაღიც და ყაჩაღობაც კვალიფიკაციის ნაწილში ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დაზუსტება. ჭკადუას თქმით, ეს იყო გულწრფელი პროტესტი და მძარცველი სათამაშო ბიზნესის მსხვერპლია. 

"თვითონ ლევანმაც მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააყენა რისკის ქვეშ, ის მზად იყო იმისთვის, რომ შესაძლოა სხვანაირად განვითარებულიყო მოვლენები, ის გარდაცვლილიყო, ოღონდ იდეისთვის. არავინ იფიქროს, რომ რაიმე ფორმით რომანტიზებას ვახდენ ან ვახალისებ იმას რაც მოხდა", - თქვა ირმა ჭკადუამ. 

კანონის მიხედვით, ლევან ზურაბიშვილს ბრალს მაქსიმუმ 48 საათში წარუდგენენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი გუშინ შეიჭრა. სპეცოპერაცია ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფებოდა. 

ლევან ზურაბიშვილმა საკუთრი მოთხოვნები Facebook-ზე პირდაპირი ეთერით გააჟღერა და პოლიტიკოსებს 3 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვა.

თავდამსხმელის დაკავების შემდეგ პოლიციამ მას ბრალი დაუმძიმა. ამ დროისთვის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი