კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი, თავდაცვის მინისტრი ადვოკატების წერილებს არ პასუხობს. ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველებს ირაკლი ღარიბაშვილისთვის კითხვების დასმა სურთ, თუმცა ღარიბაშვილი დუმს.
ადვოკატები ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროში წერილი 1 თვის წინ გააგზავნეს, თუმცა არ მიუღიათ პასუხის. ამის შემდეგ მათ ჩათვალეს, რომ გონივრული ვადა გასული იყო და საქალაქო სასამართლოს მიმართეს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხულიყო მინისტრი, რაზეც სასამართლომ მათ უპასუხა, რომ შესაძლოა წერილი მინისტრამდე მისული არც იყოს, შესაბამისად სასამართლო ღარიბაშვილს ვერ აიძულებს ადვოკატების კითხვებს უპასუხოს.
ადვოკატები ამბობენ, რომ ახლა შეეცდებიან ღარიბაშვილს წერილი პირადად გადასცენ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის წერილის საფუძველზე დაიყო პროკურატურამ გამოძიება და 2 მეცნიერი დააპატიმრა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა
ავტორი: ნინო ღვედაშვილი