თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულის დანაშაულის მოტივი არ ჰქონია და მას უბრალოდ ინფორმაციის გავრცელება სურდა.
"დღის ბოლომდე გვექნება ყველა მასალა, ამის შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ჩვენ პოზიციებს. ახლა საგამოძიებო მოქმედება ტარდება, ტანსაცმლის ამოღება მხოლოდ. რეალურად დანაშაულის მოტივი არ ჰქონია, მხოლოდ მისი მხრიდან მოხდა სასურველი ინფორმაციის გაჟღერება, და მაბობს, რომ ვითხოვდი ჟურნალისტები მოსულიყვნენ, თორემ 5 წუთზე მეტხანს არავის გავაჩერებდიო, მხოლოდ მისი ინფორმაციის გავრცელება უნდოდა, რომ მიეწოდებინა საზოგადოებისთვის", - თქვა გიორგი ჭოჭუამ.
ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი ითანამშრომლებს თუ არა დაკავებული გამოძიებასთან. ზურაბაშვილი ამ დროისთვსი დუმილის უფლებას იყენებს.
"არანაირ თანხის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია. ბოდიშ ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც სტრესი მიიღეს და მათ ოჯახის წევრების, ვინც შიგნით იყვნენ. დარწმუნებული ვართ ბრალდების მხარე წარგდენილ მტკიცებულებებს ადეკვატურად შეაფასებს და სწორად დააკვალიფიცირებს საქმეს", - თქვა ადვოკატმა ირმა ჟკადუამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი გუშინ შეიჭრა. სპეცოპერაცია ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფებოდა.
ლევან ზურაბიშვილმა საკუთრი მოთხოვნები Facebook-ზე პირდაპირი ეთერით გააჟღერა და პოლიტიკოსებს 3 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვა.
თავდამსხმელის დაკავების შემდეგ პოლიციამ მას ბრალი დაუმძიმა. ამ დროისთვის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.