"მას დანაშაული არ ჩაუდენია, ჩაერთო იდეისთვის ბრძოლაში" - ლევან ზურაბაშვილი ბოდიშს იხდის

გამოქვეყნდა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი ბრალს არ აღიარებს, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს. ცოტა ხნის წინ დატოვეს  დროებითი მოთავსების იზოლატორი ზურაბაშვილის ადვოკატებმა.

ადვოკატები ამბობენ რომ მას გააზრებული აქვს რაც ჩაიდინა და აპირებს გააგრძელოს ბრძოლა იდეისთვის. 

მან უბრალოდ ჩაიდინა აქცია და სთხოვა ხელისუფლებას და საზოგადოებას, გაერთიანდნენ აზარტული თამაშებისა და საბანკო პროცენტების წინააღდეგ. თვლის, რომ გუშინდელი დღიდან ჩაება ამ ბრძოლაში" ამბობს ზურაბაშვილის ადვოკატი

მისივე თქმით, ზურაბაშვილს საზოგადოებას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, თავდასხმის დროს მყოფ ადამიანებს, ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ მათთვის ზიანის მიყენების განზრახვა არ ჰქონია.

ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციით, საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, მთავარი კი ის კვლევაა რომლითაც უნდა დადგინდეს ხელყუმბარა რომელიც თავდამსხმელს ხელში ეჭირა იყო თუ არა საბრძოლო. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ზურაბაშვილი შეიარაღებულ არ ყოფილა და არც ძარცვის, ან ყაჩაღობის განზრახვა ჰქონია.

ჭკადუას ინფორმაციით, დაკავებულ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ზურაბაშვილს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, რომ შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფებოდა

ლევან ზურაბიშვილმა საკუთრი მოთხოვნები Facebook-ზე პირდაპირი ეთერით გააჟღერა და პოლიტიკოსებს 3 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვა.

დაკავების შემდეგ,  პოლიციამ ზურაბაშვილს ბრალი დაუმძიმა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი