მიკროსაფინანსო MBC-ზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის, აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, რომ შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფებოდა.
ლევან ზურაბიშვილმა საკუთრი მოთხოვნები Facebook-ზე პირდაპირი ეთერით გააჟღერა და პოლიტიკოსებს 3 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვა.
დაკავების შემდეგ, პოლიციამ ზურაბაშვილს ბრალი დაუმძიმა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.