ამ წუთებში, ლევან ზურაბაშვილისთვის, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდიანრეობს; დღესვე, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს;
გამოძიება, 31 წლის მამაკაცს, ორი ან მეტი პირის მძველად აყვნას და იარღის უაკნონო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება, თუმცა, ადვოკატემბა, ცოტა ხნის წინ, გაასაჯაროვეს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვა, რომლის მიხედვითაც, ლევან ზურაბაშვილს ცეცხსასროლი იარაღი არ ქონია და ის მიკროსაფოიანსო ორგაზნიაციუაში, ე.წ. სპორტული იარაღით შეიჭრა.
"მას იარაღი და ხელყუმბარა არ ჰქონია, როდესაც გამოვალთ იზოლატორიდან, შეგვიძლია, ამის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა გაჩვენოთ, შესაბამისად მოლოდინი გვაქვს, რომ ბრალიდან ამოღებული იქნება იარაღის შეძენა-შენახვა " - ამბობს ადვოკატი, ირმა ჭკადუა
ლევან ზურაბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატიც მის გათავისუფლებას ითხოვს.
აქვე, ადვოკატების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცის მოტივი ყაჩაღობა არ ყოფილა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრა საკუთარი მოთხოვნების გასახმოვანებლად გამოიყენა და ზურაბაშვილი მათ ბოდიშსაც უხდის.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფებოდა და ყველა მათგანი უვნებელი გათავისუფლდა.
ლევან ზურაბიშვილს საკუთრი მოთხოვნებიც ჰქონდა, რომელიც Facebook-ზე პირდაპირი ეთერით გააჟღერა და პოლიტიკოსებს 3 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვა. 4 საათის შემდეგ, ზურაბუშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა.
დაკავების შემდეგ, პოლიციამ ზურაბაშვილს ბრალი დაუმძიმა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.