მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ევროპაში კორონავირუსის მესამე ტალღას 2021 წლის დასაწყისისთვის ვარაუდობს. ორგანიზაციის წარმომადგენელის დევიდ ნაბაროს თქმით, ქვეყნებმა პირველ ტალღასთან გამკლავების მიუხედავად, მეორე ტალღის თავიდან არიდება ვერ შეძლეს.
"ახლა მეორე ტალღაა. თუკი მთავრობები არ შექმნიან საჭირო ინფრასტრუქტურას ახლა, მათ ექნებათ მესამე ტალღა მომდევნო წლის დასაწყისში",- ამბობს დევიდ ნაბარო.
ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე, ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების 28% ევროპაში დაფიქსირდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი – 26%.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში დღეს კორონავირუსის შემთხვევებმა 58 მილიონს გადააჭარბა, აქედან 15 მილიონი ევროპაზე მოდის.
საქართველო კი, COVID-19-ის საერთო შემთხვევების რიცხვით, უკვე უსწრებს ჩინეთს სადაც 1.3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს; აზერბაიჯანს, რომელშიც მოსახლეობის რაოდენობა 10 მილიონია და 10.7 მილიონიან საბერძნეთსაც.