საქართველოს NATO-ში გასაწევრიანებლად მოწვევა დაუყონებლივ უნდა გავუგზავნოთ – ბენ ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში დაუყონებლივ გასაწევრიანებლად მოწვევა უნდა გაეგზავნოს. ამის შესახებ, გენერალი წერილს Observer–ში აქვეყნებს.

"NATO-ს საქართველო სჭირდება;
ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში უნდა გაძლიერდეს, ამერიკული სამხედრო ბაზისა და ფლოტის ინფრასტრუქტურის ჩათვლით, ასევე, ჩვენ საქართველოს ნატოში დაუყონებლივ გასაწევრიანებლად მოწვევა უნდა გავუგზავნოთ, ეს ზომები იქნება კრემლისთვის გზავნილი, რომ ეს რეგიონი ჩვენი სტრატეგიული ინტერესის სფეროა, დასავლეთმა უნდა დაიცვას სამხრეთ კავკასია, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია დიდი კონფლიქტის თავიდან აცილება."
– წერს გენერალი.

საქართველოს გარდა, ბენ ჰოჯესი რეგიონის სხვა ქვეყნებზეც წერს და ამბობს, რომ აშშ–მ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობები უნდა განამტკიცოს, ხოლო თურქეთთან კავშირი გააძლიეროს. 

ჰოჯესი წერილში ყარაბაღის კონფლიქტის მოსკოვის ჩარევით მოგვარებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ აშშ და მთელი ევროპა კონფლიქტში არ ჩაერია, რის გამოც ყარაბაღი საფასურს იხდის. 

"მოსკოვს, ახლა, სამხრეთ კავკასიის სამივე რეგიონში ჯარები ჰყავს, საქართველოში, რომლის ტერიტორიების 20% 2008 წლიდან ოკუპირებულია, სომხეთში, სადაც რუსეთის ჯარები საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ჩარჩნენ და ახლა უკვე აზერბაიჯანშიც."

ჰოჯესი დასავლეთს მოუწოდებს, კონფლიქტისადმი ინტერესის გამოხატვით, მომავალი საომარი მოქმედებების პრევენცია უზრუნველყოს.

გენერალ ბენ ჰოჯესი, რამდენიმე დღის წინ საქართველოში ანაკლიის პროექტის შეჩერებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ  ანაკლიას ვეტო რუსეთმა დაადო, რადგან კრემლს და ბიძინა ივანიშვილს არ სურთ ქვეყანა განვითარდეს და იყოს ინვესტორებისთვის მიმზიდველი.

გენერალმა ბენ ჰოჯესმა, ასევე თქვა, რომ სურს საქართველოში აშშ–ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა იხილოს.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ადგილზე რუსული "სამშვიდობო" ძალები უკვე შევიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი