ბიზნესი ახალი შეზღუდვების მოლოდინშია. უკვე ცნობილია, რომ შემცირდება, ან სამუშაო საათები ან სამუშაო დღეები.

განიხილება სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების დახურვის საკითხიც, თუმცა ამბობენ, რომ სრული "ლოქდაუნი" ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამ პირობით გამოვიდნენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე მისული სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლები. იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება მათთან კონსულტაციის გარეშე არ მიიღებს აკრძალვების გადაწყვეტილებას და შეზღუდვებიც არ იქნება ისეთი, რომელიც ისედაც გაჩერებულ ბიზნეს საბოლოოდ დააზარალებს. 

ახალ-ახალი შეზღუდვების დაწესების პარალელურად მთავრობა და ჯანდაცვის სიტემა, საწოლფონდის ეფექტურად მართვის პრობლემის წინაშე დგას.  კლინიკების წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან იმყოფებოდნენ შეხვედრაზე და დაადასტურეს, რომ უახლოეს პერიოდში საავადმყოფოებში საწოლების დამატება იგეგმება

საწოლების დამატებას გეგმას უახლოეს დღეებში რესპუბლიკური საავამდყოფოც. არ არის გამორიცხული, რომ რაოდენობა 300-მდე გაზარდოს. 

ექიმების ნაწილი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს, რომლის საშუალებითაც უნდა დადგინდეს საჭიროებს თუ არა პაციენტი ჰოსპიტალიზაციას.

ეკონომისტებისა და ბიზნესსექტორის წარმოადმგნელების შეფასებით ნებისმიერი შეზღუდვა ყველზე რთულად აისახება მცირე და საშუალო ბიზნესზე. მათ აზრით ხელისუფლება ვირუსის ახალ ტალღას და შემთხვევების მატებას უფრო მომზადებული უნდა შეხვედროდა ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად და ჯანდაცვის სექტორის დასაზოგად. სპეციალსიტები ფიქრობენ, რომ ბიზნესი კიდევ უფრო მკაცრ შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი