საქართველოს უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება მხოლოდ მოსკოვს აწყობს – დევიდ კრემერი

გამოქვეყნდა:

საქართველოში გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, რადგან ამის გაკეთებას ამერიკაში ვერავინ შეძლებს- ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩნოსანი დევიდ კრემერი.  ამჟამად  ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ამერიკის ხმასთან ისაუბრა. 

დევიდ კრემერის შეფასებით, გამოსავალი შეიძლება იყოს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო ადმინსტრაციის ცვლილება, რასაც ოპოზიცია მოითხოვს. კრამერის თქმითვე, საქართველოში პოლიტიკური ქაოსი მხოლოდ პუტინის ინეტერსებში შედის.

"გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, არ მგონია რომ გამოსავლის მონახვა ვინმეს ამერიკაში შეძლოს. შეიძლება, ამაში შედიოდეს ნაადრევი არჩევნების დანიშვნა, ვიცი რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს, შეიძლება ამაში შედიოდეს ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იმედია პომპეომ პრეზიდენტთან პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ამაზე ისაუბრა, რომ გაათავისუფლონ ყველა, ვინც პროტესტის გამოთქმის, საკუთარი უფლების გამოხატვისთვის არასწორად დააკავეს, ზუსტად რა შეიძლება იყოს კომპრომისი და გამოსავალი ეს ქართველების გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ, იმის გაცნობიერება, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება და უწყვეტი პოლიტიკური ქაოსი, მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია. ბატონი პუტინი ძალიან ბედნიერი იქნება, იმით, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს, რადგან დასავლეთმა და მათ შორის აშშ–მ შეიძლება თქვან, რატომ დავეხმაროთ საქართველოს, როცა ქვეყანა ასე არეულია, იმედი მაქვს პრობლემა გადაიჭრება თანასწორად და სამართლიანად და ყველაფერი სწრაფად მოგვარდება" – ამბობსაშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრემერი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში არ შედის. დღეს, ოპოზიციის ლიდერები "ლელოს" ოფისში შეიკრიბნენ და  მთავრობასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შესახებ იმსჯელეს, რომელიც აშშ–ის და ევროკავშირის ელჩების შუამდგომლობით იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი