ჯანდაცვის მინისტრი, უკვე ერთი თვეა, საზოგადეობას უმტკიცებს, რომ კოვიდ ინფიცირებული პაციენტებისთვის, საწოლების რაოდენობა საკმარისია. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ტიკარაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში მობილიზებულია 7 363 საწოლი, საიდანაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 5 951-ია აქტიურად გამოყენებული. მისივე თქმით, ამ წუთას 270 საწოლია თავისუფალი.
მინისტრმა ასევე თქვა, რომ საველე ჰოსპიტლების ამომქედება საჭირო არ არის, რადგან ქვეყანაში საკმარისი რესურსია - თუმცა რეალობა რადიკალურად განცხსბევბულია- ექიმები კოვიდ მიმღები კლინიკებიდან, უმძმეს სურათს აღწერენ და ამბობენ, რომ პაციენტევბის მიღებას ვეღარ აუდიან.
ყოფილი სეფსისის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეზერვი უნდა არსებობდეს, რათა ნაოპერაციებ ადამიანს არ მოუწიოს წასვლა მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ არის.
არსებულ პრობლემაზე დღესვე გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა ინფექციონისტმა ლია გოლიაძემ. ბოჭორიშვილის კლინიკის მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კლინიკა სავსეა და ისინი დამატებითი პაციენტების მიღებას ვეღარ არხერხებენ.
დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ არის.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით დამატებით 3 128 ადამიანი ინფიცირდა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა. გასულ დღეებთან შედარებით ნაკლებმა მაჩვენებელმა, "არ უნდა დაგვამშვიდოს, რადგან პიკში შევდივართ და ეს რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით" - თქვა დაავადაბეთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.