როდის შემოვა კოვიდ 19-ის ვაქცინა ქვეყანაში და ვინ აიცრება პირველი-- საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში მედიკოსების აცრა იგეგმება. პირველ ეტაპზე კი, მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი აცრები, ამბობენ საკოროოდნიაციო საბჭოს წევრები, რაც მხოლოდ 70 000 ადამიანისთვის იქნება სამყოფი.
სფეროს სპეციალისტები დაპირებას აცრის მიღებაზე პირველ რიგში, სკეპტიკურად უყურებენ. მათ შორის, ექსპერტებისთვის კითხვები ჩნდება, როგორ მოხდება ტრანსპორტირება ან შენახვა.
აქვე შეგახსენებ, რომ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, ნავარაუდებია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, საქართველომ 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ მიიღოს, რაც 2025 წლის ჩათვლით, არსებულთან ერთად, დამატებით ეკონომიკურ შეფერხებებს გამოიწვევს.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილი მისწერა და გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, დაიწყო თუ არა ჯანდაცვის უწყებამ მუშაობა ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე, რომელ ქვეყნებთან მართავს საქართველო მოლაპარაკებებს, დგას თუ არა ვაქცინის რიგში და რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ ვაქცინა უფრო ადრე მიიღოს, ვიდრე 2022 წლის ბოლოა, როგორც ეს ბიუჯეტშია ნათქვამი.
ჯანდაცვის სამინისტრომ "მთავარ არხს" ოფიციალური წერილით 9 ოქტომბერს უპასუხა, რომ ზუსტად 9 ოქტომბერს აპირებდა ვაქცინის ღირებულების წინასწარი გადასახადის დაფარვას, რასაც, სამინისტროს ვაქცინების გლობალურ ალიანსთან გაფორმებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.
დამატებით, როგორ მუშაობს COVID–19–ის ვაქცინა და როგორ ვრცელდება ორგანიზმში კორონავირუსი - შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.
აღსანიშნავია ასევე, რომ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ კორონავირუსის წამალი შესაძლოა უფრო ადრე იყოს, ვიდრე ვაქცინა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით დამატებით 3 128 ადამიანი ინფიცირდა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა. გასულ დღეებთან შედარებით ნაკლებმა მაჩვენებელმა, "არ უნდა დაგვამშვიდოს, რადგან პიკში შევდივართ და ეს რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით" - თქვა დაავადაბეთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.