სინათლე გვირაბის ბოლოს - ასე აფასებს ჯანდავის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციის პროცესს, რომელიც მსოფლიოში წლის ბოლოდან დაიწყება. თუმცა, უცნობია როდის გადავა საქართველო კორონა ეპიდემიის დამარცხების დასკვნით ეტაპზე.
ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში კოვიდ 19-ზე ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყება. ვაქცინა, რომელმაც ვირუსთან საბრძოლველად 95 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა, პროტოკოლის მიხედვით აცრის ორ დოზას საჭიროებს.
ამირან გამყრელიძემ ვაქცინის შესაძენად აუცილებელი თანხა - 17 მილიონი დოლარი დაასახელა, რომლითაც 700 ათასი ადამიანის საკმარის დოზას შემოიტანენ. თუმცა, იმის გამო, რომ მსოფლიოში ვაქცინა ლიმიტირებული რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ საქართველოსაც სხვა ქვეყნების მსაგავსად, მის მისაღებად, რიგში ჩადგომა მოუწევს. რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი და რა ეტაპზეა მოლაპარაკებები , ამ დეტალებზე ჯანდაცვაში არ საუბრობენ.
ვაქცინა 700 ათასი ადამიანისთვის ნიშნავს, რომ ის საქართველოში ყველასთვის ხელმისაწვდომი არ და ვერ იქნება. ვინ აიცრება თავდაპირველად - ამ საკითხზე სხვადასხვა პასუხი აქვთ ჯანდაცვის მისნიტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, რაც იმის ნიშანია, რომ ჯერ ამ საკითხზე არც არავის მსჯელია.
ჯანდაცვის სფეროს ექპსერტებს მოლოდინი არ აქვთ, რომ ვაქცინას ქვეყანა მარტივად და მოკლე ვადაში მიიღებს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ხელისუფლების უუნარობის და ჩამოშლილი ჯანდაცვის პირობებში ყველაზე კარგ ვარიანტში, საქართველო ვაქციანას ერთი წლის შემდეგ უნდა ელოდოს, თუმცა არ გამორიცხავენ რომ პროცესი 2022 წლამდე გაიწელოს.
აქვე შეგახსენებ, რომ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, ნავარაუდებია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, საქართველომ 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ მიიღოს, რაც 2025 წლის ჩათვლით, არსებულთან ერთად, დამატებით ეკონომიკურ შეფერხებებს გამოიწვევს.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, დაიწყო თუ არა ჯანდაცვის უწყებამ მუშაობა ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე, რომელ ქვეყნებთან მართავს საქართველო მოლაპარაკებებს, დგას თუ არა ვაქცინის რიგში და რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ ვაქცინა უფრო ადრე მიიღოს, ვიდრე 2022 წლის ბოლოა, როგორც ეს ბიუჯეტშის პროექტშია.
ჯანდაცვის სამინისტრომ "მთავარ არხს" ოფიციალური წერილით 9 ოქტომბერს უპასუხა, რომ ზუსტად 9 ოქტომბერს აპირებდა ვაქცინის ღირებულების წინასწარი გადასახადის დაფარვას, რასაც, სამინისტროს ვაქცინების გლობალურ ალიანსთან გაფორმებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.
დამატებით, როგორ მუშაობს COVID–19–ის ვაქცინა და როგორ ვრცელდება ორგანიზმში კორონავირუსი - შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.
აღსანიშნავია ასევე, რომ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ კორონავირუსის წამალი შესაძლოა უფრო ადრე იყოს, ვიდრე ვაქცინა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით დამატებით 3 128 ადამიანი ინფიცირდა, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა. გასულ დღეებთან შედარებით ნაკლებმა მაჩვენებელმა, "არ უნდა დაგვამშვიდოს, რადგან პიკში შევდივართ და ეს რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით" - თქვა დაავადაბეთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.