"ლოქდაუნი" ნიშნავს ჩვენი გაჩერებული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად გაჩერებას - ექსპერტები

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებულმა შეზღუდვებმა, ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანა, ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ ანალიტიკოსები შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების მატებას ელოდებიან, რადგან ბიზნესი საგადასახადო შეღავათების დაწესების გარეშე საკუთარი თავის გადარჩენასაც ვეღარ შეძლებს.

"ლოქდაუნი პირდაპირ ნიშნავს ფაქტიურად ჩვენი გაჩერებული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად გაჩერებას და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის დაკარგვეს. ჩვენ ზუსტად პანდემიის პერიოდში დავინახეთ, რომ კიდევ 100 000 ადამიანი დაემატა უმუშევართა რიცხვს ქვეყანაში და სიღარიბის მაჩვენებლები სიღატაკის მაჩვენებლებად გადაიქცა", - ამბობს ექსპერტი, ირაკლი ყიფიანი. 

ექსპერტ, გიგა ბედინეიშვილის განცხადებით, თუ ამ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ჩვენ მკაცრს შეზღუდვებს დავუმატებთ, მაშინ ეკონომიკური დარტყმის შედეგად კიდევ ათასობით მოშიმშილე ადამიანი გვეყოლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი