საკითხი დგას შემდეგნაირად, როგორ გავიხსნებით, ვინ გადარჩება - ბიზნესი შეზღუდვების მოლოდინში

გამოქვეყნდა:

რა მოხდება ქვეყანაში, ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, გადაურჩება თუ არა მოსახელობა შიმშილს, პირველი ლოქდინის გამო, გაკოტრებამდე მისული ბზინესისთვის, ახალი რეგულაციები შესაძლოა სასიკვდილო დარტყმა აღმოჩნდეს. მცირე და საშუალო ბისზნესის წარმომდგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ კონტრეტულს ვერაფრს სთავაზობს.

კერძო კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა ჯერი გადარჩენაზეა, თუ ვინ გაძლებს გაზაფხულამდე.

"ეს ნიშნავს სრულ გაჩერებას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველა კომპონენეტით, პერსონალის სახლში გაშვებით დაწყებული, ვაჭრობის გაჩერებით დამთავრებლი, შემდგომ ამ ზარალის დათვლით, კრედიტებით. საკითხი დადგება შემდეგნაირად, როგორ გავიხსნებით ამ ორი თვის მერე, რა ბიზნეს გარემო იქნება ქვეყანაში, შევინარჩუნებთ თუ არა ობიექტებს", - ამბობს "გეგა სპორტის" დამფუძნებელი, დათო ჩხეიძე.

"აგროტექნიკ ჰოლდინგის" დამფუძნებელი, ფადი ასლი ამბობს, რომ ამ "ლოქდაუნს" ხალხის დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მთავრობამ უბრალოდ არ იცის როგორ უნდა მართოს სიტუაცია. 

"მთავრობამ უბრალოდ არ იცის როგორ უნდა მართოს ეს სიტუაცია და გვაჩვენებს, რომ რაღაცას აკეთებს. შედეგი იქნება ის, რომ დაიკარგება მეტი სამუშაო ადგილი, დაიხურება მეტი ბიზნესი და ლარიც უფრო გაუფასურდება, ეს კატასტროფა იქნება ბიზნესისთვის", - ამბობს ფადი ასლი. 

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია აცხადებს, რომ შეზღუდვები მას შემდეგ უნდა დაწესებულიყო, რაც მთავრობა ეკონომიკურ გეგმას წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა ახალ შეზღუდვებს დღეს, 26 ნეომებრს რამდენიმე საათში გააჟღერებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი