ოპოზიცია გახარიას გეგმას და იმ შეზრუდვებს აკრიტიკებს, რომელიც ხელისუფლებამ დღეს, 26 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ წამროადგინა.
მთავრობის დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ოპოზიციაში მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებები გაუაზრებელია და ქვეყანა ამით გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს განცხადებები ოპოზიციის ლიდერებმა რამდნეიმე წუთის წინ გააკეთეს.
მე ვერ მოვისმინე ჯერჯერობით, მთავრობის ის გეგმა, რომელიც შეზღუდვების დროს უნდა განხორციელდეს, ანუ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამოდის ქვეყანა ამ კრიზისიდან. შეზღუდვები გასაგებია, შესაძლეოა დაეთანხმო ან არ დაეთანხმო. მე უფრიო მაინტერესებს ის გეგმა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რა მდგონარეობაში იქნება ქვეყანა, რაც სამწუხაროდ ჯერ ჩვენ ვერ მოვისმინეთ, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავასთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება ე.წ კომენდანტს საათის დროის გადმოწევა 1 საათით და ასევე, რას ნიშნავს 3 იანვრიდან 2 კვირით, საყოველთაო არდადეგების გამოცხადება.
შეზღუდვები რომელიც თურმე საახალწლოდ მოიხსნება, რატომ მოიხსნება მაშინ? თუ საჭიროა საახალწლოდაც საჭიროა. პანდემია საახალწლოდ ისვენებს? და მერე უკვე 3 იანვრიდან 2 კვირა მთელი ქვეყანა ისვენებს, ეს რას ნიშნავს? რომ საერთოდ გაჩერდება ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შეიძლება პანდემიაზე უარეს ვითარებაში აღმოვჩნდეთ, ერთი დიდი ღვიძლის გადიდება მიიღოს ამ ხალხმა იმიტომ, რომ სმას გადაჰყვეს ნახევარი ქვეყანა. საერთოდ გაუთვლელია ეს ყველაფრი - ამბობს გიგი უგულავა.
"ლელოს" ერთერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ჩაკეტვა რის უკიდურესი ზომა და ხელისუფელბის ასეთი ქმედებები ქვეყანას მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დღეს ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა. ქვეყანა ფაქტობრივად სრულ ლოქდაუნზე გადადის.