გაიხსნება თუ არა საპენსიო სქემა და იქნება თუ არა ის თავისუფალი, რომ მოქალაქეებმა კრიზისული პერიოდიდან გამომდინარე თანხის აღება შეძლონ - ამ თემაზე კითხვას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკრაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ საკითხზე იმსჯელებენ.

 

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არის ხანგრძლივ პერსპერტივაზე გათვლილი რეფორმა და, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის, ეს საკითხი განხილვაზე მეორეჯერ აღარ დაგვიყენებია. თუმცა, საინტერესოა, ვინაიდან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს და ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. მოქალაქეთა ნაწილს მისი დატოვება 2 თვის შემდეგ შეეძლო, თუმცა 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. რეფორმის მიხედვით, ფონდში დასაბეგრი ხელფასის 2% შედის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი