"გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ქვეყანაში მეორეჯერ გამოცხადებულ "ლოქდაუნის" უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს ჩაკეტვა არსებულ ეკონომიკურ მდგოარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ჯაფარიძის თქმით შედეგად სევ და ისევ უბრალო მოქალაქეები დაზარალდებიან.
"დაეტიე სახლში რას ნიშნავს? ის თუ არ წავიდა სამსახურში, იმას შემოსავალი არ აქვს. ეს საჯარო მოხელეები ისედაც არაფერს არ აკეთებენ, ეხლა სახლში ზიან და იქიდან სხვებს ამუნათებენ, გაჩერდიო. ფეხზე ჰკიდიათ. თვითონ ზის სახლში, განსხვავება ისაა, რომ მანამდე დადიოდა, ყავას სვამდა და სიგარეტს ეწეოდა. ეხლა სახლში ზის და სახლში აკეთებს იგივეს, მაგრამ შემოსავალი არ შემცირებია", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
ზურა ჯაფარიძის თქმით, ზაფხულში მთავრობას ჯანდაცვის სექტორი სათანადოდ უნდა მოემზადებინა, ამის ნაცვლად კი, საზოგადოებას არაგონივრული შეზღუდვები დაუწესა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნომებრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
ნახეთ შეზღუდვების სია სრულად: