ეკონომისტების ვარაუდით, სამსახურს კიდევ 100 000 ადამიანი დაკარგავს

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის კიდევ ერთხელ დაკეტვით ხელისუფლებამ ისედაც მძიმე კრიზისში მყოფ ქვეყანას საბედისწერო განაჩენი გამოუტანა.  

ყველა მსხვილი სავაჭრო ცენტრის დახურვით, წარმოების შეზღუდვით, მომსახურების სფეროს უკიდურესად შეკვეცითა და მოსახლეობისთვის გადაადგილების აკრძალვით მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანა მკვეთრი  ეკონომიკური ვარდნისთვის გაწირა, რომლის შედეგებს მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში იგრძნობს. 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ მხოლოდ ერთი თვით ეკონომიკის დაკეტვა უმუშევართა არმიას კიდევ 100 000-მდე ადამიანით გაზრდის. ხელისუფლების მიერ შეთავაზებული მიზერული დახმარება კი მათ ელემენტარული პირობებითაც კი ვერ უზრუნველყოფს. 

ტურიზმი, 10 მლდ დოლარიანი ინდუსტრია უკვე დიდი ხანია მკვდარია. 

სექტორში, რომელიც 10 000 საქართველოს მოქალაქეს ასაქმებს, პირველი ლოქდაუნის შემდეგ ისედაც 80%-იანი ვარდნა იყო, ახლა კი მეწარმეები იმას ითვლიან, რამდენი ადამიანი გაუშვან სახლში და ვერ გაუგიათ ღირს თუ არა საერთოდ მუშაობის გაგრძელება იმ პირობებში, როცა მთავრობა  სამუშაოდ მხოლოდ გატანის სერვისს უტოვებს. 

სარესტორნო ბიზნესში ამბობენ, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული დახმარება დაგვიანებული და არასაკმარისია. მათან განსხვავებით ეს დახმარებაც ვერ მიიღო გასართობი ცენტრების ინდუსტრიამ. აქ ასობით  ობიექტი უკვე გაკოტრდა და სამუდამოდ დაიხურა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი