"გადადით თვითიზოლაციაში" - გახარია ვირუსის გავრცელებაში ოპოზიციას ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური საქმიანობის შეფერხებისა და თვითიზოლაციაში გადასვლისკენ დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ტრიბუნიდან მოუწოდა. 

გიორგი გახარია სწორ ნაბიჯად მიიჩნევს საარჩევნო პროცესის დასრულებიდან ერთი კვირის თავზე ათასობით ადამიანის სახლებში გამოკეტვას. პრემიერ მინისტრმა არ დამალა, რომ თავდაპირველად ეს რეკომენდაცია სავალდებულო შესასრულებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ოპოზიციის პროტესტის ფონზე მთვარობას უკან დახევა მოუწია.

პოზიციაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება ახლა კორონავირუსს ამოფარებული ცდილობს პოლიტიკური პროცესები მათთვის სასარგებლოდ მართოს და გაყალბებული არჩევნებით გამოწვეული ათასობით ადამიანის ბრაზი რამენაირად ჩაახშოს.

მაია ცქიტიშვილისა და ეკატერინე ტიკარაძის შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ოპოზიციას ამჯერად გიორგი გახარიამ გადააბრალა და თქვა რომ ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები გაბრაზებული ხალხის ქუჩაში პროტესტის ფონზე გაიზარდა.

როგორც ჩანს, დღეს არც პრემიერს გახსენებია, რომ ეპიდემიოლოგები ნოემბრის თვეში 3-4 ათას დღიურ მაჩვენებელს ჯერ კიდევ ოქტომბერში პროგნოზირებდნენ.

კოვიდ 19-ის მეორე ტალღას ქართული ოცნება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, ამ ფონზე კი დღეს ოპოზიციის ნაწილმა პოლიტიკურ ოპონენტებს ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური კრიზისის დასაძლევად ერთიანი ანტიკრიზისული საბჭოს შექმნისკენ მოუწოდა, სადაც ყველა პოლიტიკური პარტიას ექნება საშუალება კრიზისის დაძლევის ეფექტური გეგმა წარმოადგინოს. გადადგამს თუ არა ამ ნაბიჯს ქართული ოცნება და მიიღებს თუ არა ოპოზიციის ამ შემოთავაზებას მმართველი გუნდი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი