დისკრიმინაციული და არატოლერანტული მიდგომა - სწორედ ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მხოლოდ მართლმადიდებლური შობის დღესასწაულისთვის იგეგმება. საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მთავრობა მათ არსებობასა და უფლებებს ფორმალურადაც კი არ ცნობს. შეზღუდვების პერიოდში რამდენიმე რელიგიური კონფესიის დღესასწაული ექცევა, მათ შორის ებრაული ხანუქა, კათოლიკური შობა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ქრისტეშობის დღესასწაული.
"რელიგირუ დღესასწაულებს ნამდვილად არ აღნიშნავს კოვიდი და მისთვის არ არსებობს ისეთი დღეები სადაც ხალხს შეუძლია ერთად შეიკრიბონ და იქ არ გავრცელდება. სახელმწიფოს წარმომადგენელი თავს არ იწუხებს, რომ მის რიტორიკაში მაინც გამოჩნდეს, რომ ოდნავ მრავალფეროვნად ხედავს თავის მოქალაქეებს და მხოლოდ ერთ კონკრეტული ტიპის ჯგუფს არ ელაპარაკება. ან სახელწმიფოს არ ადარდებს მოქალაქეების ბედი, ან თანამშობს ძალიან ცუდ პოლიტიკურ თამაშს", - ამბობს ევანგელისტურ-ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე.
"ტოლერანტობის ინსტიტუტის" წერვის, მაკო ღავთაძის თქმით, სახელმწიფოს მართლმადიდებული ეკლესიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არაერთხელ გამოუჩენია, თუნდაც პანდემიის დროს, მაგრამ ეს სხვების დაჩაგვრას და უთანასწორობას არ ამართლებს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები მართლმადიდებლური შობის ღამეს შეზღუდვები იხსნება და მოქალაქეებს ღამით დღესასწაულის აღნიშვნა შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.
ამავე თემაზე: