"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ეხმიანება კახა კალაძის განცხადებას - ნებართვის გარეშე აშენებული ნაგებობების დაუყოვნებლივ ნგრევასთან დაკავშირებით და მერიას მოუწოდებს, არ დაიწყოს დემონტაჟის პროცედურები და დაიცვას  ადამიანები უსახლკარობისგან.

მათი შფასებით, მერიის გადაწყვეტილება, უსახლკაროთა მიმართ გულგერილობაზე მეტყველებს და არამხოლოდ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, არამედ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეებსაც ქმნის, მითუმეტეს კოვიდპანდემიის პირობებში.

"ამ ნაგებობებში როგორც წესი საცხოვრისის არ მქონე ადამიანები ცხოვრობენ და ეს ნაგებობები მათთვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. ნაცვლად ამგვარი სადამსჯელო ღონისძიებებისა, პირიქით, მეირამ უნდა დაიწყოს მასიური სოციალური ღონისძიებები, რომ ქუჩებში მცხოვრებ მიუსაფარ ადამიანებს დაეხმაროს", - თქვა ლინა ღვინიანიძემ EMC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, ქალაქში სისტემატიური ხასიათი მიიღო მუნიციპალური მიწების მითვისებეამ. მისი განცხადებით "ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა დამთავრდეს". ამ თემაზე მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი