მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელია - ცქიტიშვილის განმარტება შობის ღამის გამონაკლისზე

გამოქვეყნდა:

ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები 7 იანვარს, მაშინ, როცა მართლმადიდებლური ეკლესია შობას აღნიშნავს იმიტომ იხსნება, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია. 

მისივე განმარტებით, გამონაკლისი ამ მიზეზით დაუშვეს, თუმცა სხვა კონფესიების ინტერესებს სრულად გაითვალისწინებენ და ისინიც შეძლებენ დღესასწაულები აღნიშნონ.

"პირველი, მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ ჩვენი მოსახლეობის ძირითადი და უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი საზოგადოება, სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენი უქმე დღეებიც, როგორც შობა, ისევე სხვა ბევრი უქმე დღე არის დაკავშირებული უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან. ამ შემთხვევაშიც, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და აღნიშნავს შობას 6-დან 7 იანვარს, ამიტომ ეს შეზღუდვა იყო აღებული გამონაკლისი. 

რაც შეეხება სხვა კონფესიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ ამ კონფესიების ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდეც, როგორც ბევრად უფრო მკაცრი გადაადგილების შეზღუდვის დროს, რომელიც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე, მაშინაც, როგორ რელიგიის სააგენტო, ასევე, საკოორდინაციო შტაბი, ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვიყავით ყველა ამ კონფესიის წარმომადგენელთან და უშუალოდ საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით გაცემული საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის იმ უფლების დაცვა, რომელიც აქვთ, რომ აღნიშნონ თავისი რელიგიური დღესასწაული იმ დღეებში, როდესაც ეს არის მათი რელიგიის გათვალისწინებით", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის განცხადებით, რელიგიის სააგენტოს საშუალებით კონტაქტზე არიან სხვა კომფესიებთან და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს, რომ უფლებები იყოს დაცული. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ამ საკითხს ზედმეტი აჟიოტაში მოჰყვა და ეს სისტემა იგივენაირად იმუშავებს, როგორც გაზაფხულზე.

შეზღუდვების პერიოდში რამდენიმე რელიგიური კონფესიის დღესასწაული ექცევა, მათ შორის ებრაული ხანუქა,  კათოლიკური შობა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ქრისტეშობის დღესასწაული.

შეზღუდვების პერიოდში რამდენიმე რელიგიური კონფესიის დღესასწაული ექცევა, მათ შორის ებრაული ხანუქა,  კათოლიკური შობა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ქრისტეშობის დღესასწაული.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი