ოპოზიციის პროტესტი გრძელდება, თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მასში ცვლილებები შედის. ოპოზიციის გადაწყვეტიელბით, დეკემბრის პირველ კვირაში, პარლამენტის პირველი სხომდის შეკრების დღეს რუსთაველზე მასშტაბური აქცია აღარ გაიმართება. როგორი იქნება მომავალში სამოქმედეო გეგმა ამაზე ოპოზიციის ლიდერები ხვალ "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში იმსჯელებენ.
"უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ბიზნეის, რომელიც პრაქტიკულად გაწირა ხელისუფლებამ ბანკროტობისთვის. ჩვენ გვაინტერესებს ბიზნესი რას ფიქრობს, როგორ უყურებს შექმნილ ვითარებას, ჩვენ მათ ჩვენ მოსაზრებებს გავუზიარებთ ამ პროცესთან დაკავშირებით", - თქვა ენმ-ს ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, საერთო კონსენსუსია, რომ ხალხმრავალი აქცია პარლამენტის წინ აღარ გაიმართოს.
ოპოზიციის ლიდერები შეხვედრებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან დაიწყებენ, რომ მოისმინონ პრობლემები და მათთან ერთად იმსჯელონ გამოსავალზე.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.
ამავე თემაზე: