სავაჭრო ცენტრების დახურვით ეკონიმიკა 1 თვის განმავლობაში 300 მლნ ლარით იზარალებს - ბიზნესმენები

გამოქვეყნდა:

სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელები ხელისუფლებას ღიად უპირიპირდებიან. მოლების დირექტორები ამბობენ, რომ მთავრობამ ისინი მოატყუა. ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის დროს ბიზნესმენებმა მიიღეს დაპირება, რომ დიდი სავაჭრო ცენტრები არ დაიხურებოდა, თუმცა,  ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა, რაც უდიდეს ფინანსურ ზარალთან ერთად, უამრავი ადამიანის უმუშევრად დარჩენას ნიშნავს.

ბიზნესის წარმომადგენლები 2020 წელს ბიზნესის გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, 2020 წელს მოგება არ ჰქონიათ. 

ამასთან, ისინი ამბობენ, რომ მთავრობის წევრებთან გამართული შეხვედრა იყო ფარსი, რადგან ხელისუფლების წევრებმა მათი არც ერთი რეკომენდაცია გაითვალისწინეს და, ამავდროულად, მიიღეს დაპირება, რომ სავაჭრო ცენტრები მუშაობას არ შეწყვეტდნენ, თუმცა, ამ შეხვედრიდან 24 საათში გაიგეს, რომ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სავაჭრო ობიექტების დახურვა გადაწყვიტა. 

ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართულ ეკონომიკას 6 სავაჭრო ცენტრის დახურვით ყოველდღიურად 10 მლნ ლარი მოაკლდება, რაც ერთი თვის განმავლობაში 300 მლნ ზარალს ნიშნავს. მათ კი, მალე დასაქმებულების ნაწილის სახლში გაშვება მოუწევთ, რადგან მათთვის ანაზღაურების გადახდის საშუალება აღარ აქვთ.

ასევე, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ 24-31 დეკემბრის შუალედი საახალწლო საყიდლებისთვის საკმარისი არაა და შესაძლებელია მოლებში ხალხის უზარმაზარმა რაოდენობამ მოიყაროს თავი. 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. 

შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი