პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ხელს მოვაწერთ დეკლარაციას მოთხოვნებზე, დეპუტატები კი უარს იტყვიან მანდატებზე - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წევრების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა - მათ "ლოქდაუნის" პირობებში სამოქმედო ნაბიჯები შეათანხმეს და პარლამენტის პირველი სხდომის დღის აქტივობა დაგეგმეს. 

"როდესაც შეიკრიბება მე-10 მოწვევის "კომუნისტური პარტია" პარლამენტში, არ გავმართავთ ფართომასშტაბიან აქციას, თუმცა პროტესტი დღის წესრიგიდან არ იხსნება. ამ დღით შევიკრიბებით მთელი ოპოზიციური სპექტრი და ერთობლივად მოვაწერთ ხელს დეკლარაციას, რომლითაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ მოთხოვნებს. ამასთან, ყველა ის დეპუტატი, რომელიც "ცესკოს"-ს მონაცემებით გასულია პარლამენტში, დაწერს განცხადებას და უარს იტყვის მანდატზე", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი. 

რაც შეეხება მოლაპარაკებების მესამე რაუნდს, "ევროპული საქართველოს" წევრი, დავით ბაქრაძე, ამბობს, რომ "რაუნდი შედგება მხოლოდ მაშინ, როცა იქნება შინაარსიანი და აზრიანი შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან". 

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილების მიხედვით და არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, დეკემბრის პირველ კვირაში, პარლამენტის პირველი სხომდის შეკრების დღეს რუსთაველზე მასშტაბური აქცია აღარ გაიმართება

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი