20 ივნისის მოვლენები არ განგვიხილავს, რუსეთის ინტერპრეტაციაა - აბაშიძის განმარტება

გამოქვეყნდა:

 რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლი, ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე განმარტებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა და ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა.

შსაბამისი ვიდეო მიმართვა საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.

"კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დაიდო, არის ასეთი პასაჟი - "დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია", - ამბობს ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციები იყო. მოსკოვმა ამ დემონსტრაციებს "ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პოვოკაცია" უწოდა. ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტაა. 

ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ამ თემაზე არაფერია ნახსენები.

ამ ფაქტს უკვე მოჰყვა პროტესტი თბილისში, აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ნამგალი და ურო დახატეს, მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც დროებით კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ. დაპრისპირება პოლიციასა და აქტივისტებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა.

პოლიციამ 2 აქტივისტი, ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე დააკავა. აქციაზე დაშავდა კიდევ 2 მათგანი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი